წყალმომარაგების კომპანიის განყოფილებაში 800-ლიტრიანი ავზიდან ქლორმა გაჟონა

საქართველო, თბილისი - 2012-07-03 23:10:00

ლილოში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქიმიური ავზი მწყობრიდან გამოვიდა და ქლორმა გაჟონა. დაზარალებულები არიან მიმდებარე კორპუსებში მცხოვრები ადამიანები.

დააზარალებულები რეფერალურ საავადმყოფოსა და ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორრც "ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, გაჟონვა მოხდა 800-ლიტრიანი ავზიდან.

"გაჟონვა მოხდა 800-ლიტრიანი ავზიდან, რომელიც საბედნიეროდ სავსე არ იყო. ავზს მოძვრა ონკანი და დაიწყო გაჟონვა. დაზარალებულები ძირითადად მიმდებარე კორპუსებში მაცხოვრებლები არიან", - განაცხადა გიორგაძემ.

გიორგაძემ ასევე აღნიშნა, რომ სასუნთქი გზების მსუბუქი დაზიანება მიიღო ადგლზე მისულმა საგანგები სიტუაციათა სამსახურის ერთმა თანამშრომელმა, რომელიც ამჟამად თავს უკეთ გრძნობს.