აშშ დამოუკიდებლობის დღეს აღინიშნავს

საქართველო, თბილისი - 2012-07-04 09:01:00

დღეს, 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 16:00 საათზე ამერიკის მეგობართა კლუბი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს ეთნოგრაფიულ მუზეუმში აღნიშნავს.

1776 წლის 4 ივლისს ფილადელფიაში (პენსილვანია) მეორე კონტინენტურმა კონგრესმა ერთხმად მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაცია - ისტორიული დოკუმენტი, რომელშიც ჩრდილოეთ ამერიკის ბრიტანული კოლონიები დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებენ.

დეკლარაციის მიღების (მაგრამ არა ხელმოწერის) დღე 4 ივლისი აშშ-ში დამოუკიდებლობის დღედ ითვლება.

დეკლარაცია გახდა პირველი ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც კოლონიები "ამერიკის შეერთებულ შტატებად" მოიხსენიება.