სტუ-ში კიბერნეტიკის ინსტიტუტის ღია სემინარი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2012-07-03 20:13:00

ხვალ, 4 ივლისს, 13:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, გიორგი ნიკოლაძის სახელობის მცირე სააქტო დარბაზში, გაიმართება კიბერნეტიკის ინსტიტუტის ღია სემინარი თემაზე: "თხევადი კრისტალები და მათი გამოყენება თანამედროვე საინფორმაციო სისტემებში".

მომხსენებელი - მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი გია პეტრიაშვილი.