ტელეკომპანია "მაესტრო" იწყებს პრომო აქციას - "მაესტრო" ყველა ოჯახში"

საქართველო, თბილისი - 2012-07-02 21:59:00

ტელეკომპანია "მაესტრო~ იწყებს პრომო აქციას _ "მაესტრო~ ყველა ოჯახში~. ამასტან დაკავშირებით ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა განცხადება გაავრცელეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ტელეკომპანია `მაესტრო~ აგრძელებს განვითარებას და როგორც მედიაბიზნესი საკუთარ, მნიშვნელოვან ადგილს იმკვიდრებს ქართულ ტელე-ბაზარზე.

ჩვენ, როგორც კომპანიის მფლობელები, დაინტერესებულნი ვართ ტელევიზიის განვითარებით. ამ მიზნით და ბიზნეს-გეგმის პირველი ეტაპის ფარგლებში, კომპანიაში უკვე განხორციელდა გარკვეული ინვესტიციები, `მაესტრო~ უკვე ყველაზე ყურებადი ტელევიზიის სტატუსით სარგებლობს თბილისის მასშტაბით.

სექტემბრიდან `მაესტრო~ ახალი პავილიონითა და განახლებული შეფუთვით დაიწყებს სეზონს. განვითარების შემდეგ ეტაპზე ჩვენი მიზანია, `მაესტროს~ პროდუქცია რაც შეიძლება ბევრი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი, სწორედ ამიტომ ტელეკომპანია იწყებს პრომო აქციას _ `მაესტრო~ ყველა ოჯახში~.

აქციის ფარგლებში იგეგმება სატელიტური თეფშების დარიგება რეგიონების მოსახლეობისთვის. კომპანიის განვითარების გრძელვადიანი გეგმის ეს ნაწილი შესაძლებელს გახდის დააკმაყოფილოს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტელემაყურებელთა ინტერესი და აამაღლოს `მაესტროს~ ცნობადობის დონე.

ვთვლით, რომ ტელევიზიის გავრცელების ზონის გაფართოება უმნიშვნელოვანესი და ყოვლად აუცილებელი ფაქტორი გახდება კომპანიის წარმატებული ფუნქციონირების საქმეში".