დღეს თემურ ჩალაბაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2012-07-03 08:46:00

დღეს, 3 ივლისს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში პოეტ თემურ ჩალაბაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.

ავტორი წაიკითხავს თავის ლექსებს. ჩალაბაშვილის ლექსებზე შექმნილ სიმღერებს შეასრულებენ თემურ წიკლაური, ანსამბლი "ალილო" და ანსამბლი "ჩოხოსნები".