სტუ-ის სტუდენტებს სიგელები გადაეცათ

საქართველო, თბილისი - 2012-07-02 19:22:00

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს საზეიმოდ გადაეცათ სიგელები.

სტუდენტები, პირველად სტუ-ის ისტორიაში, შემოსილნი იყვნენ მანტიებით. კურსდამთავრებულებს საზეიმო შეხვედრაზე სიგელების მიღება სტუ-ის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა, რუსუდან უთათელაძემ მიულოცა.

სიგელების გადაცემის შემდეგ საზეიმო ღონისძიება ჩატარდა.