სოფ. არაგვისპირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

საქართველო, თბილისი - 2012-07-01 20:12:00

დუშეთის რაიონის სოფელ არაგვისპირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ორ ადამიანს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რუსეთის 2 მოქალაქე დაშავდა.

დაზარალებულები დუშეთის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს დუშეთის საავადმყოფოს მენეჯერმა მედეა პატაშურმა განუცხადა, დაშავებულებს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებათ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.