სტუ-ის სტუდენტებს სიგელები გადაეცემათ

საქართველო, თბილისი - 2012-06-29 18:22:00

2 ივლისს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს საზეიმოდ გადაეცემათ სიგელები.

სტუდენტები, პირველად სტუ-ის ისტორიაში, შემოსილნი იქნებიან მანტიებით.