პრეზიდენტმა სამეგრელოში მომხდარი წყალდიდობის გამო აზერბაიჯანში ვიზიტი შეწყვიტა

საქართველო, თბილისი - 2012-06-29 14:49:00

მიხელ სააკაშვილმა სამეგრელოში მომხდარი წყალდიდობის გამო აზერბაიჯანის დედაქალაქში ვიზიტი მოულოდნელად შეწყვიტა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ,,ფეიბუკის" ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში Crans Montana ფორუმის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა. ქვეყნის პირველი პირი ბაქოში ილჰამ ალიევიდა და ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის ჟან-პოლ კარტერონის პირადი მიწვევით ჩავიდა.