თსუ-ში გალაკტიონის საღამო გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2012-06-28 18:10:00

ხვალ, 29 ივნისს, 16.30 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი გალაკტიონ ტაბიძის საღამოს გამართავს.

ღონისძიება სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენით - "გალაკტიონი ახალგაზრდა მხატვრების თვალით" გაიხსნება, თსუ თეატრი "სხვენი" გამართავს პოეზიის საღამოს "გალაკტიონი", ხოლო დასასრულს შედგება მრგვალი მაგიდა თემაზე - "გალაკტიონი და თანამედროვეობა."