ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დამწერლობის ფესტივალი გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 2012-06-28 14:53:00

ხვალ, 29 ივნისს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დამწერლობის ფესტივალი გაიხსნება. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ქართული კალიგრაფიული წერის მასობრივი აქცია; კალიგრაფების ვორქშოფები; ანბანის თემაზე შექმნილი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა; კალიგრაფიის კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოება, მათი ნამუშევრების გამოფენა და სხვა.

პროექტის მიზანია ქართული დამწერლობის, როგორც კულტურული ფენომენის პოპულარიზაცია, საუკუნეების ტრადიციის მქონე ქართული კალიგრაფიული სკოლის აღორძინება.
დამწერლობის ფესტივალი 1-ელ ივლისს დაიხურება.