სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება IFES-ს მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და მასში ჩართულია 800-ზე მეტი ქართველი სტუდენტი. ინიციატივა აუმჯობესებს სამოქალაქო პასუხისმგებლობასა და მოქალაქეთა მონაწილეობას საჯარო ცხოვრებაში. USAID-ს ახალი პარტნიორი უნივერსიტეტები არიან: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სასწავლო უნივერსიტეტი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ გაიმართება ერთობლივი სამუშაო შეხვედრა სამოქალაქო განათლების შესახებ.