ივნისის ბოლომდე წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება

საქართველო, თბილისი - 2012-06-28 10:05:00

 თვის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით შედარებით გრილი და წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება.

როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა სვეტა ნიორაძემ განუცხადა, დასავლეთ საქართველოში ქარიცაა მოსალოდნელი.

,,უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოს მასშტაბით იქნება შედარებით გრილი, წვიმიანი ამინდი, ზოგიერთ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ხოლო დასავლეთ საქართველოში ქარი", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" სვეტა ნიორაძემ.

სინოპტიკოსები წვიმების შედეგად მდინარეებში წყლის დონის მომატებასაც ელიან.