მსოფლიოს 13 ქვეყანაში ჰაკერული ქსელი გამოავლინეს

საქართველო, თბილისი - 2012-06-27 11:43:00

მსოფლიოს 13 ქვეყანაში ჰაკერული ქსელი გამოავლინეს. აყვანილია 24 ადამიანი, რომლებიც საკრედიტო ბარათების მოპარული ინფორმაციით ვაჭრობდნენ.

11 ადამიანი აიყვანეს შეერთებულ შტატებში, 6- დიდ ბრიტანეთში, ორი -ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ეჭვმიტანილები აიყვანეს ბულგარეთში, ნორვეგიაში, იტალიაში, იაპონიასა და გერმანიაში.

ამერიკულ სპეცსამსახურებთან ერთად ოპერაციაში ავსტრალიელი, კანადელი და დანიელი საძიებო სამსახურები იყვნენ ჩართული. დაკავებულების ასაკი 18-დან 25 წლამდეა. 4 ეჭვმიტანილის ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.