ლიტველი პროფესორი ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციას წაიკითხავს

საქართველო, თბილისი - 2012-06-26 18:40:00

ხვალ, 27 ივნისს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნ. ნიკოლაძის სახელობის დარბაზში ვილნიუსის მ. რომერისის სახელობის უნივერსიტეტის (ლიტვა) პროფესორი რომვიდას იასინავიჩუსი (Rimvydas Jasinavicius) წაიკითხავს ლექციას.

ლექციის თემაა - პროგრესული საუნივერსიტეტო განათლების უმთავრესი კომპონენტები.