გველმა 30 წლის მამაკაცი დაგესლა

საქართველო, თბილისი - 2012-06-26 10:30:00

თბილისში, მიხაილოვის საავადმყოფოში, გველის მიერ დაგესლილ 30 წლის ბესიკ ლომსაძეს მკურნალობენ.

ექიმების განცხადებით, ლომსაძე თბილისში რუსთავიდან გადმოიყვანეს.

დაზარალებული ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე ზედამხედველად მუშაობდა და გიურზამ სწორედ მუშაობის დროს დაგესლა.

უნდა აღინიშნოს, რომ წელს გველით დაგესვლის შემთხვევები გაიზარდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა საავადმყოფოს დაგესლილების სამკურნალოდ სათანადო მედიკამენტები გააჩნია.