დამწვრობის ცენტრში ორი ბავშვი მოათავსეს

საქართველო, თბილისი - 2012-06-25 10:49:00


 

თბილისში დამწვრობის ცენტრში თერმული დაზიანებებით 2 და 4 წლის ბავშვები მოათავსეს.

 

როგორც დამწვრობის ცენტრის ექიმმა მერაბ ჯანჯღავაქმ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, 4 წლის ბიჭს სხეულის 13%, ხოლო მეორეს სხეულის 20% აქვს დამწვარი.

 

ბავშვებმა დამწვრობა ცხელი წყლის გადასხმის შედეგად მიიღეს.

 

ორივე პაციენტს შესაბამისი მკურუნალობის კურსი რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდებათ. ექიმების თქმით, ბავშვების მდგომარეობა მძიმეა.