სტუ-ში ღვაწლმოსლი პროფესორები დააჯილდოვეს

საქართველო, თბილისი - 2012-06-22 14:31:00

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომაზე ღვაწლმოსლი პროფესორები დააჯილდოვეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, სტუდენტ-ახალგაზრდების აღზრდაში გაწეული დიდი წვლილისთვის, სტუ-ის პროფესორები - როლანდ ლეკიშვილი (ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი) და ნოდარ ქაჯაია (სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი) - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ჯილდო პროფესორებს სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გადასცა.