საქართველოს მთავარობა ბექა ზარდიაშვილის ოჯახს ცხედრის გადმოსვენებაში დაეხმარება

საქართველო, თბილისი - 2012-06-22 09:36:00

საქართველოს მთავარობა აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში მოკლული, საქართველოს მოქალაქის, ბექა ზარდიაშვილის ოჯახს ცხედრის გადმოსვენებაში დაეხმარება.

შესაბამის უწყებებთან მოლაპარაკებები დღეს დაიწყება.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ბალტიმორში იმყოფებიან ბექა ზარდიაშვილის ოჯახის წევრები და მისი რამდენიმე მეგობარი.

შეგახსენებთ, რომ ბექა ზარდიაშვილი, რომელიც აშშ-ში ოჯახთან ერთად "მწვანე ბარათის" მიღების შემდეგ ცხოვრობდა და ეკლესიაში სტიქაროსნად მსახურობდა მოკლული იპოვეს.

გავცელებული ინფორმაციით, იგი შელაპარაკების ნიადაგზე თავისმა კოლეგამ მოკლა, რომელთანაც ერთად ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობდა.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. მიმდინარეობს გამოძიება.