ექსპედიციის მიზანია უძველესი ქალაქის ნანგრევების აღმოჩენა, რომელიც არქეოლოგთა აზრით, პეტრას ციხის გარშემო იყო გაშენებული. ასევე, არქეოლოგთა ერთმა ჯგუფმა დაიწყო გონიოს ციხის შიდა ტერიტორიაზე გეოფიზიკური სამუშაოს ჩატარება, რომლის მიზანია გათხრების გარეშე იმ არქეოლოგიური ნაშთების მოკვლევა.
ქართულ-პოლონური ექსპედიცია ფიჭვნარის, გონიოსა და პეტრას ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.