თბილისში ავარიული სახლის კედელი ჩამოინგრა

საქართველო, თბილისი - 2012-06-21 13:23:00

თბილისში, სლავა მეტრეველის #20-ში ავარიული სახლის კედელი ჩამოინგრა. დაზიანებული კედლის ნგრევის მიზეზი გასულ ღამეს ძლიერი წვიმა გახდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაზიანებულა.

მეტრეველის #20-ში დღეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე გიორგი რობაქიძე მივიდა. მისი განცხადებით, ფაქტს სპეციალური კომისია შეისწავლის და დასკვნის დადების შემდეგ გამგეობა რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის 60%-ს გმოყოფს.