"ქართული ოცნების" ახალგაზრდული მოძრაობა აქციას გამართავს

საქართველო, თბილისი - 2012-06-20 20:35:00

ხვალ, 21 ივნისს, 15:00 საათზე "ქართული ოცნების" ახალგაზრდული მოძრაობა კამპანიის - "ჩემი უფლებაა ვიცოდე" - ფარგლებში, მედიის თავისუფლების მხარდაჭერის მიზნით, შოთა რუსთაველის ძეგლთან, გიორგი სააკაძის მოედანთან და ილია ჭავჭავაძის გამზირზე (თსუ II კორპუსი) ფლაერები დარიგდება.

კამპანიიის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.