კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გამოცხადებული კონკური სრულდება

საქართველო, თბილისი - 2012-06-20 08:39:00

დღეს, 20 ივნისს, კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გამოცხადებული კონკური სრულდება.

პროექტში მონაწილეობის სურვილი 537-მა კანდიდატმა გამოთქვა. პროექტის მონაწილეებს უნარ-ჩვევებში გამოცდა ჩაუტარდებათ, ხოლო შემდეგ გადამზადების კურსს გაივლიან და თანასოფლელებს კომპიუტერის გამოყენებაში დაეხმარებიან.

შეგახსენებთ: კონკურსი 15 მაისს გამოცხადა. პროექტის მიზანი საქართველოს სოფლებში კომპიუტერული უნარ-ჩვევების ამაღლებაა.