"ქართული ოცნების" ახალგაზრდული მოძრაობა გამართავს აქციას - "იაზროვნე გლობალურად"

საქართველო, თბილისი - 2012-06-20 08:00:00

დღეს, 20 ივნისს, 18:00 საათზე, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული მოძრაობა კამპანიის - "ჩემი უფლებაა ვიცოდე" - ფარგლებში, მედიის თავისუფლების მხარდაჭერის მიზნით, ეროვნულ მარეგულირებელ კომისიასთან გამართავს საპროტესტო აქციას - "იაზროვნე გლობალურად".

21 ივნისს, 15:00 საათზე კი ფლაერები დარიგდება შოთა რუსთაველის ძეგლთან, გიორგი სააკაძის მოედანთან და ილია ჭავჭავაძის გამზირზე (თსუ II კორპუსი).

კამპანიიის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.