შსს-მ მამუკა ჯიბლაძის გამოჩენასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა

საქართველო, თბილისი - 2012-06-19 13:35:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლის მამუკა ჯიბლაძის გამოჩენასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა.

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, მამუკა ჯიბლაძე, რომელიც მიმდინარე წლის 11 ივნისს სახლიდან გავიდა და უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, დღეს დილით გამოჩნდა და ამ დროისთვის იმყოფება საკუთარ ბინაში.