"ქართული ოცნების" ახალგაზრდული მოძრაობა იწყებს კამპანიას - "ჩემი უფლებაა ვიცოდე"

საქართველო, თბილისი - 2012-06-19 10:15:00

დღეს, 18 ივნისს, 12:00 საათზე, კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული მოძრაობა დაიწყებს კამპანიას - "ჩემი უფლებაა ვიცოდე" .

კამპანიის ფარგლებში ახალგაზრდები ქალაქის ქუჩებში საინფორმაციო ფლაერებს დაარიგებენ და მოსახლეობას მოუწოდებენ, მედიის სოლიდარობის ნიშნად სიგნალების აქციას შეუერთდნენ.

20 ივნისს, 18:00 საათზე, მედიის თავისუფლების მხარდაჭერის მიზნით, ეროვნულ მარეგულირებელ კომისიასთან საპროტესტო აქცია - "იაზროვნე გლობალურად" გაიმართება,
21 ივნისს, 15:00 საათზე კი ფლაერები დარიგდება შოთა რუსთაველის ძეგლთან, გიორგი სააკაძის მოედანთან და ილია ჭავჭავაძის გამზირზე (თსუ II კორპუსი).

კამპანიიის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.