თსუ არქეოლოგები პეტრას ციხესთან არქეოლოგიურ სამუშაოებს იწყებენ

საქართველო, თბილისი - 2012-06-18 17:37:00

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერები ვარშავის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად გონიოსა და ციხისძირში სადაზვერვო სამუშაოებს იწყებენ.

არქეოლოგთა ერთი ჯგუფი დაათვალიერებს ციხისძირის ისტორიული ციხე-ქალაქ პეტრას ნანგრევებს, სადაც აღმოჩენილია ძვ.წ. აღ. I ათასწლეულის ნაშთები და ასევე, ბიზანტიური კულტურის ნიმუშები. ხოლო მეორე, მყვინთავთა ჯგუფი წყალქვეშა სამუშაობს გონიოში ჩაატარებს.