მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 23 კილომეტრში დაფიქსრიდა

საქართველო, თბილისი - 2012-06-16 21:03:00

20:29 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, 3,9 მაგნიტუდის მიწისძვრა თბილისიდან 23 კილომეტრში დაფიქსირდა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ კასპის სამხრეთ-დასავლეთით - 11კმ-ში, სოფელ წინარეხთან ახლოს (6კმ) მდებარეობდა.

მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში.

ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.