მუშთაიდის ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაო რამდენიმე კვირაში დასრულდება

საქართველო, თბილისი - 2012-06-15 20:18:00

განახლებული მუშთაიდის ბაღი დამსვენებლებს რამდენიმე კვირაში მიიღებს. რეაბილიტაციის ფარგლებში დამონტაჟდა ახალი ატრაქციონები, განახლდა მუშთაიდის ცნობილი ამფითეატრი, სადაც ყოველ შაბათ-კვირას ღონისძიებები გაიმართება. ზაფხულის პერიოდში კი მუშტთაიდის ისტორიულ პარკში მოზარდებისთვის საცურაო აუზიც იმუშავებს. მუშთაიდის გამწვანების ზოლი 30 %-ით გაიზარდა.

პროექტი რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს. თბილისის მერიის პროექტით მუშთაედის ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაო რამდენიმე თვის წინ დაიწყო.