თსუ-ს სტუდენტური კონკურსი მარკეტინგსა და პიარში უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ქართული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. ყოველწლიურად კონკურსის მონაწილე ბრენდი იცვლება და კონკურსანტები ახალ იდეებს ახალი პარტნიორისთვის ქმნიან. წელს კონკურსის პარტნიორი კომპანია „გეოპლანტია".
დაჯილდოების საღამოს თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და კომპანია „გეოპლანტის" გენერალური დირექტორი მიხეილ ჭკუასელი დაესწრებიან.
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსი, ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორია N107