2012 წლის თებერვალში საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაიწყო ღრმა და ყოვლისმომცველი მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ (DCFTA). მოლაპარაკებების პროცესის პარალელურად, ევროკომისია ატარებს დამოუკიდებელ კვლევას, რომელიც მიზნად ისახავს DCFTA_ის პოტენციური ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ეფექტების შეფასებას. პროექტს ანხორციელებს თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა, Ecorys (ეკორის, ჰოლანდია) და CASE (ქეისი, პოლონეთი).
დაინტერესებული მხარეებთან კონსულტაციები კვლევის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს. ამ კონსულტაციების შემადგენელი ნაწილია აღნიშნული სემინარი. სემინარზე Ecorys-CASE-ISET ბიზნეს ასოციაციებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და სხვა პარტნიორებს გააცნობს დასკვნებს პროექტის შუალედური ანგარიშიდან. მოწვეული მომხსენებლები წარმოადგენენ საკუთარ შეხედულებებს DCFTA _ს მოსალოდნელ პოტენციეურ შედეგებზე ეკონომიკური, სოციალური, ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის სფეროებში.