მოზარდთა სოციალური ინტეგრაციის მიზნით, საქველომქმედო ღონისძიება გაიმართება
საქართველო, თბილისი - 2012-06-13 18:50:00
![]()
15 ივნისს, 14: 30 საათზე, ცოტნე დადიანის 136 -ში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებისთვის განკუთვნილ დღის ცენტრ "ანიკაში", მოზარდთა სოციალური ინტეგრაციის მიზნით, გაიმართება საქველომქმედო ღონისძიება "ჩვენ ერთი ოჯახი ვართ". აქციის მხარდამჭერნი არიან მაკდონალდსი და ტექნო ბუმი.
ღონისძიებას ესწრებიან სწჯს-ის პრეზიდენტი, სწჯს-ის მოხალისეები , წითელი ჯვრის საზოგადოებასთან არსებული მედეაკლუბის წარმომადგენლები და სოციალური ცენტრის ხანდაზნულები. აქციის დროს სწჯს-ის მოხალისეების კონცერტს ჩატარებენ.
"ანიკას" ბენეფიციარებს გადაეცემათ მაკდონალდსის პროდუქცია ასევე
ტექნო-ბუმი ცენტრ "ანიკას" მუსიკალურ ცენტრს გადასცემს.