ტექნიკურ უნივერსიტეტს "მესერ ეუტექტიკ კასტოლინის" წარმომადგენლები სტუმრობდნენ

საქართველო, თბილისი - 2012-06-13 18:18:00

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უახლესი მეთოდებით შედუღების დანადგარ-მოწყობილობებისა და მასალების პროექტის სემინარი ჩატარდა. პროგრამაში გათვალისწინებულია "მესერ ეუტექტიკ კასტოლინის" ფირმის მიერ შემუშავებული საშემდუღებლო მასალების, მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების ასევე სტუ-ის საშემდუღებლო მასალების წარმოებისა და ექსპერტიზის საერთაშორისო საშემდუღებლო მასალების პრეზენტაცია.

საქართველოს შემდუღებელ ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი და კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ანზორ ბოჭორიშვილი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ამბობს: პროექტი ითვალისწინებს მანქანათმშენებლობის და სხვა დარგების შედუღების ტექნოლოგიების გადაყვანას თანამედროვე ნორმების ფარგლებში. სტუმრები დაინტერესებულნი არიან, რომ ახალი ტექნოლოგიები დაინერგოს შედუღებაში.

პრესკონფერენციას ესწრებოდნენ კომპანია "მესერის" პრეზიდენტი მარეკ ბერსი, კომპანია "მესსერის" ვიცე-პრეზიდენტი იგორ კუზმინი კიევში და პროფესორი ნადეჟდა პროცენკო.