საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ჩინეთის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია

საქართველო, თბილისი - 2012-06-13 18:18:00

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია ჭეძიანის უნივერსიტეტის (ჩინეთი) დელეგაცია, რომელსაც აღნიშნული უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი ჩუ ძიენი ხელმძღვანელობდა. ჩინელ სტუმრებს შეხვდნენ სტუ-ის რექტორი, პროფ არჩილ ფრანგიშვილი და სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განიხილეს სტუ-სა და ჭეძიანის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამეცნიერო კვლევასთან, სწავლებასა და პერსონალის გაცვლასთან დაკავშირებულ თემებს.