თიბისი გალერეაში გაიმართება პროექტის "ლიტერატურული რუკა" პრეზენტაცია

საქართველო, თბილისი - 2012-06-13 17:27:00

ხვალ, 14 ივნისს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეაში გაიმართება პროექტის "ლიტერატურული რუკა" პრეზენტაცია.

"ლიტერატურული რუკა" - ეს არის უნიკალური პროექტი (მისამართზე www.pencenter.ge), რომელიც, პირველად საქართველოში, საშუალებას იძლევა, დაინტერესებიულმა პირმა მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია სხვადასხვა მწერლის ბიოგრაფიის, ბიბლიოგრაფიის, სახლ-მუზეუმის და მასთან დაკავშირებული ყველა საკითხის შესახებ; რუკის საშუალებით ერთიანად შესაძლებელია იმ არეალის დანახვა, სადაც საქართველოს ლიტერატურული პროცესები მიმდინარეობდა სხვადასხვა ეპოქაში.