საქართველოში მაღალი ტემპერატურა ისევ შენარჩუნდება

საქართველო, თბილისი - 2012-06-13 13:41:00

საქართველოს მასშტაბით მაღალი ტემპერატურა ისევ შენარჩუნდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის სამმართველოს ხელმძღვანელმა სვეტა ნიორაძემ განუცხადა 14 ივნის ყველაზე მაღალი ტემპერატურა დასავლეთ საქრთველოში დაფიქსირდება.

"სიცხეები გაგრძელდება. ხვალ ველოდებით ტემპერატურის მომატებას დასავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 35-40 გრადუსამდე მოიმატებს.ეს ტემპერატურა მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში შენარჩუნდება", - განაცხადა სვეტა ნორაძემ და აღნიშნა, რომ 16 ივნისიდან მთელი საქრთველოს მაშტაბით წვიმა მოსალოდნელი.

,,16 ივნისიდან მთელი საქრთველოს მასშტაბით ნალექს ველოდებით, წვიმის სახით", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" ჰიდროემეტოროლოგიური ცენტრის სამმართველოს ხელმძღვანელმა სვეტა ნიორაძემ.