დამწვრობის ცენტრში ორწლინახევრის ბავშვი მოათავსეს

საქართველო, თბილისი - 2012-06-13 11:52:00

თბილისში დამწვრობის ცენტრში მძიმე თერმული დაზიანებებით ორწლინახევრის ბავშვი მოათავსეს.

ბავშვმა დამწვრობა მდუღარე Uწყლის გადასხმის შედეგად მიიღო.

დაზარალებული კატასტროფის ბრიგადებმა გვიან ღამით ბათუმიდან გადმოიყვანეს.

ბავშვს სხეულის 35 % აქვს დამწვარი. ექიმების ინფორმაციით, ბიჭის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. პაციენტი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში A რჩება.