საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, შემდუღებელთა ასოციაცია და ფ. თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი დაინტერესებულ პირებს იწვევს საერთაშორისო სემინარზე, რომლის პროგრამაში გათვალისწინებულია "მესერ ეუტექტიკ კასტოლინის" ფირმის მიერ შემუშავებული საშემდუღებლო მასალების, მოწყობილობისა და ტექნოლოგიების, ასევე სტუ-ის "საშემდუღებლო მასალების, წარმოებისა და ექსპერტიზის საერთაშორისო ცენტრის" მიერ შექმნილი ინოვაციური საშემდუღებლო მასალების პრეზენტაცია.