რუსთავის იუსტიციის სახლს სტუდენტები ეწვევიან

საქართველო, თბილისი - 2012-06-11 18:40:00

ხვალ, 12 ივნისს, 11:00 საათზე, რუსთავის იუსტიციის სახლს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ეწვევიან.

უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციის სფეროში გატარებულ წარმატებულ რეფორმებს გაეცნობიან (577 62-03-02).