აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიური ანგარიში 24 მაისს გამოაქვეყნა. სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის კონგრესს აღნიშნულ ანგარიშს ყოველწლიურად უგზავნის. ადამიანის უფლებათა ყოველწლიური ანგარიში მნიშვნელოვანი ნაწილია აშშ-ის ძალისხმევისა, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა პატივისცემას მთელ მსოფლიოში. ადამიანის უფლებათა ყოველწლიური ანგარიში საერთაშორისოდ აღიარებულ ინდივიდუალურ, სამოქალაქო, პოლიტიკურ, აგრეთვე მშრომელთა იმ უფლებებს ეხება, რომელთაც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაშია ჩადებული.