ჩეხეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა, არის მსხვერპლიც
საქართველო, თბილისი - 2012-06-10 22:10:00
![]()
დღეს ჩეხეთში, თვითმფრინავმა-L-29 კატასტროფა განიცადა. L-29, რომელიც ადრე სამხედრო ძალებს ეკუთვნოდა ამ დროისათვის მხოლოდ სასწავლო დანიშნულებით გამოიყენებოდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნა ერთ-ერთი დასახლების აეროპორტის მახლობლად მოხდა. კატასტროფის ადგილზე უმალვე მივიდნენ სამაშველო ბრიგადები. ჩეხური სააგენტოების ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო მეორე მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საგანგაშოა.