ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარებს გამოკვლევა ჩაუტარდებათ

საქართველო, თბილისი - 2012-06-09 10:24:00

9 და 10 ივნისს თბილისის ხანდაზმულთა სახლის 120 ბენეფიციარს უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება. გამოკვლევას ენდოკრინოლოგიური ცენტრი MG-ის მედიკოსები _ ენდოკრინოლოგები, კარდიოლოგი, ნერვოლოგი, ქირურგი-ანგიოლოგი და ექიმი ექოსკოპისტი ჩაატარებენ.

გამოკვლევის დროს გამოვლენილი პათოლოგიების შემთხვევაში პაციენტებზე პატრონაჟს კლინიკა აიღებს. ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარებს გადაეცემათ მედიკამენტები. პანსიონატში ჯანმრთელობის კაბინეტიც მოეწყობა.