თბილისის მერიის ინფორმაციით, ჯანდაცვის სფეროს განვითარება, გამართული სადაზღვევო სისტემის არსებობა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია. თბილისის მერიის მიერ თბილისში 300 000 სხვადასხვა კატეგორიის თბილისელია დაზღვეული, მათ შორის 58 500 სოციალურად დაუცველია. 2012 წლის პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის სახელმწიფო დაზღვევის ახალი პროექტი, რომლის მიხედვით დაზღვეული იქნება ყველა პენსიონერი და 6 წლამდე ასაკის ბავშვი. შესაბამისად თბილისში სექტემბრიდან ნახევარ მილიონამდე ადამიანი იქნება დაზღვეული. დაზღვევის ერთიანი პაკეტი 24 საათიან საკონსულტაციო მომსახურებას, ოჯახის ექიმის, გადაუდებელ, გეგმურ-ჰოსპიტალურ და ამბოლატორიულ მომსახურებას, მშობიარობასა და მედიკამენტებზე შეღავათებს ითვალისწინებს.