კონფერენციის ფარგლებში ქართულ-ამერიკული სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის GAMPHA-ს პრეზენტაცია გაიმართა. ემიგრანტმა ექიმებმა ქართველ კოლეგებს ამერიკის კლინიკებში გუნდური მუშაობის პრინციპები გააცნეს და დაავადებების მართვის კუთხით გამოცდილება გაუზიარეს. მინისტრმა მონაწილეებს ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები წარუდგინა და სისტემის განვითარების გეგმა გააცნო.
ჯანდაცვის სისტემის რეფორმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების გადაწყვეტილებით შეიქმნა ასოციაცია, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას.
GAMPHA-ს საფუძველი ვაშინგტონში მედეა 2011-ის მიმდინარეობისას ჩაეყარა. ასოციაციის მიზანია, მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერა და ამერიკაში მოღვაწე ექიმების რეინტეგრაცია საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში.