ფესტივალის ორგანიზებაში აშშ-ის საელჩოს პარტნიორობა გაუწია სტუდია „პიონერ ფილმის" დირექტორმა გრიგოლ ჩიგოგიძემ. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, ის რეგულარულად სტუმრობდა საქართველოს ქალაქებში განთავსებულ ამერიკულ კუთხეებს და ასობით ახალგაზრდას, რომელსაც ვიდეოფილმზე არასოდეს უმუშავია, მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღებაში ეხმარებოდა. ორდღიანი ვიდეოფესტივალის მოწყობაში აშშ-ის საელჩოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი ლიკა მეღვინიშვილი და თბილისის ამერიკული კუთხის კოორდინატორი ნათელა ურუშაძე დაეხმარნენ. ფესტივალში მონაწილეობისათვის თბილისში თითოეული ამერიკული კუთხის გუნდი ჩამოდის.
ამერიკულ კუთხეებში თავმოყრილია ამერიკული წიგნების, ჟურნალებისა და ფილმების კოლექცია. თითოეული კუთხე აღჭურვილია ინტერნეტით, რათა დაინტერესებული პირებს ამერიკული კულტურისა და ისტორიის უკეთ შესწავლაში დაეხმაროს. ამას გარდა, ამერიკული კუთხეები აწყობენ ფილმების განხილვებს და შეხვედრებს ამერიკელ სტუმრებთან, რათა ახალგაზრდებმა, რომლებიც ამერიკული კუთხეების რესურსებით სარგებლობენ, ამერიკის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღონ. ამერიკული კუთხეები განთავსებულია თელავში, რუსთავში, თბილისში, გორში, ახალციხეში, ხაშურში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.