"ქართული ოცნება" მწუხარებას გამოთქვამს პარლამენტის ფლიგელის ჩამონგრევისას დაღუპული ადამიანის გამო
საქართველო, თბილისი - 2012-06-07 20:07:00
![]()
კოალიცია „ქართული ოცნება" მწუხარებას გამოთქვამს ქუთაისში პარლამენტის შენობის ერთ-ერთი ფლიგელის ჩამონგრევის გამო და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპული და დაშავებული ჩვენი მოქალაქეების ოჯახებს.
კოალიცია იმედს გამოთქვამს, რომ ნგრევისას დაშავებულ პირებს გაეწევათ სათანადო სამედიცინო დახმარება და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.