60 წლამდე მამაკაცი ქუჩაში გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 2012-06-07 19:15:00

დღეს საღამოს, თბილისში, მუხიანის მე-2 მ/რ-ნში ქუჩაში მოსიარულე 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა.

მამაკაცის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.