კიბერდანაშაულის შესახებ კონვენცია ხელმოსაწერად გაიხსნა 2001 წლის 23 ნოემბერს ბუდაპეშტში, ხოლო ძალაში შევიდა 2004 წლის პირველ ივლისს. ეს არის პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება ინტერნეტისა და სხვა კომპიუტერული ქსელების საშუალებით ჩადენილი დანაშაულებების შესახებ, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საავტორო უფლებების დარღვევაზე, კომპიუტერთან დაკავშირებულ თაღლითობაზე, ბავშვთა პორნოგრაფიასა და ქსელის უსაფრთხოების დარღვევებზე.
საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აღნიშნულ კონვენციას, რომელიც, შესაბამისი კანონმდებლობის მიღებითა და საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისების გზით, წარმოადგენს კიბერდანაშაულისგან საზოგადოების დასაცავად ერთიანი ანტიკრიმინალური პოლიტიკის გატარების საშუალებას.