დედაქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

საქართველო, თბილისი - 2012-06-06 08:33:00

დღეს, 6 ივნისს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, მთაწმინდის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ყიფიანის, მესხის, კოტეტიშვილის, ინგოროყვას, არსენას, ვეძინის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ჩაისუბნის, ბუხაიძის, კუმისის, ურიცკის, უზნაძის (ნაწილობრივ), დგებუაძის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე გლდანის და ნაძალადევის რაიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება თემქის III მიკრორაიონის II, III და V კვარტლების, თემქის XI მიკრორაიონის III კვარტლის მცხოვრებლებს.

7 ივნისს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება თემქის XI მიკრორაიონის I და II კვარტლების, მუხიანის I და IVბ მიკრორაიონების მცხოვრებლებს.

სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.