ადრექრისტიანული კულტურული მემკვიდრეობის თემაზე სტუ-ში შეხვედრა გაიმართა

საქართველო, თბილისი - 2012-06-04 19:40:00

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტარციულ კორპუსში, გ. ნიკოლაძის სახელობის მცირე დარბაზში, გაიმართა საჯარო განხილვა თემაზე: "კოლხურ-იბერიული და ადრექრისტიანული კულტურული მემკვიდრეობის საკითხები ახლად გამოცემულ "საქართველოს ისტორიაში" (I-II ტ.).

მოხსენებები წაიკითხეს გ. კვაშილავამ - "პროტოქართულ-კოლხური ცივილიზაციის კრეტული წერილობითი ძეგლები; რ გვეტაძემ - "იბერიული ცივილიზაციისა და ადრექრისტიანული კულტურის ფუნდამენტური მნიშვნელობის წერილობითი ძეგლები; რ. პატარიძემ - "ისტორიული წყაროები ქართული დამწერლობის წარმომავლობის შესახებ; ი. კვესელავამ - "რეკომენდაციები".

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ეტქნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა დეპარტამენტი.